უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოყენებული რუსული იარაღის უცხოური კომპონენტების დაახლოებით 60 პროცენტი რუსეთში ჩინეთის გავლით ხვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ვლადისლავ ვლასიუკმა განაცხადა.
„თუ აიღებთ ყველა ჩვეულებრივ იარაღს და დაითვლით უცხოურ კომპონენტებს, მათი დაახლოებით 60 პროცენტი ჩინეთიდან მოდის. ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია ზოგიერთ მწარმოებელთან ამის შესახებ. მე ვიტყოდი, რომ ჩინეთი ყველაზე დიდი პრობლემაა“, - თქვა მან.
ვლასიუკის თქმით, მნიშვნელოვანი კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება სადაზვერვო აღჭურვილობაში, დრონებსა და რაკეტებში, ასევე აქვს გადაზიდვის პუნქტები შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში.
პეკინი, მიუხედავად რუსეთთან ფართო სავაჭრო კავშირებისა, ყოველთვის უარყოფს ომის რომელიმე მხარისთვის იარაღის მიწოდებას და ხაზს უსვამს, რომ ჩინეთი არ არის ჩართული უკრაინის კრიზისში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და დასავლეთის მასშტაბური სანქციების მიუხედავად, წარმატებით ამარაგებს თავის ომის მანქანას დასავლური მიკროჩიპებით.
ვლადისლავ ვლასიუკი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირს შეუძლია მეტი გააკეთოს რუსეთში დასავლური პროდუქტების შედინების შესაჩერებლად.
მან ერთ-ერთ ასეთ ვარიანტად, „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების შემოღება დაასახელა.
„ჩვენ მიგაჩნია, რომ რუსეთმა გამოიყენა ეს კომპანია რუსული არმიის მომარაგებისთვის, მაგრამ ევროპულ დედაქალაქებს არ სურთ მის წინააღმდეგ რაიმე ზომების მიღება ატომური ელექტროსადგურების მიწოდებაში რუსეთის დომინანტური პოზიციის გამო“, - განაცხადა
კიდევ ერთი მიწოდების საშულება, ვლასიუკის თქმით, შეიძლება იყოს რუსული ლოჯისტიკა - საჰაერო და საზღვაო პორტები - ასევე ფინანსური ინსტიტუტები.
ამასთან დაკავშირებით, ვლასიუკმა ახსენა რუსეთის IT სექტორის წინააღმდეგ სანქციების ამერიკული პაკეტი, რომელმაც, მისი თქმით, ძალიან მაღალი ეფექტურობა აჩვენა მას შემდეგ, რაც სექტემბერში შევიდა ძალაში.