ადამიანი, რომელმაც ამერიკელ ვლადიმირ პუტინისთვის წითელი ხალიჩის გაშლა უბრძანა, პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი X-ზე წერს.
მობსი აღნიშნავს, რომ ასეთი სიტუაცია მიუღებელია.
„ფორმაში ჩაცმულ ამერიკელ ჯარისკაცებს არ უნდა გაეშალათ წითელი ხალიჩა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგისთვის. წერტილი. ეს საშინელი გადაწყვეტილებაა და ვისაც არ უნდა მიეღო, პასუხი უნდა აგოს“, - წერს მეგანი.
15 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინს ალასკაში შეხვდა. ტრამპმა ომის დამნაშავედ აღიარებული პუტინი თბილად მიიღო. მისი დახვედრისთვის ამერიკელმა სამხედროებმა წითელი ხალიჩა გაშალეს.