"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ჰელსინკის კომისიის განცხადებას ეხმიანება.
მისი თქმით, ივანიშვილმა "ქართული ოცნება" აიძულა საქართველო ჭუჭყიანი ფულის სამრეცხაოდ გადააქციოს.
მან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ "ოცნებას" გამოძების დაწყება არ სურს, რადგან კვალი ივანიშვილამდე მივა.
ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც აიძულა საკუთარი პოლიტიკური გუნდი მიეღოთ მაგალითად ოფშორების კანონი, იმიტომ რომ გადააქციონ საქართველო ჭუჭყიანი ფულის სამრეცხაოდ. ჩვენ იცით, რომ მხარი დავუჭირეთ საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში ამ ქოლ ცენტრირების თემაზე. ვინ დაბლოკა ეს ინიციატივა, დაბლოკა სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა გუნდმა, იმიტომ რომ იციან თვითონ, რომ ნებისმიერი რეალური გამოძიება მივა სწორედ, ივანიშვილის და მისი გარემოცვის კვალს დაადგენს ამ დანაშაულში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმაა.
ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.