სენაკში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ოთხი ადამიანი.
ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად 25 წლის ქალი დაიღუპა. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი, შედარებით მსუბუქი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.