PosTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე ბრალის წასაყენებლად ზუგდიდის პროკურატურაში დაიბარეს ვიტალი გეგუჩია. ამის შესახებ ინფორმაციას გეგუჩიას ცოლი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ბრალის წარსადგენად დაიბარეს ვიტა დღეს საღამოს… ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაო. ანუ აქეთ გვდებს ვიქტორ ჯაფარიძის ტელევიზია რაღაცაში ბრალს და ცდილობს გაგვტეხოს?!?! გაგვანადგუროს?!?! უფრო გავძლიერდებით, თქვენ კი ეს ამბავი გადაგიყოლებთ!”, - წერს ის.
გეგუჩია და მისი ცოლი საზოგადოებისთვის ცნობილი 29 მაისს გახდა, როცა ფორთოხლის სროლის გამო მათ მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მივიდა.
რამდენიმე დღეში კი ფორთოხლის მაღაზიის მფლობელთან სამეგრელოში, სოფელში, სადაც ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის მფლობელები იმყოფებოდნენ - PosTV-ი ჩავიდა, სადაც ვიტალი გეგუჩიასა და გადამღებ ჯგუფს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.