თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას თქმით, "აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში".
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია გადაწყვეტილებას აბსურდი უწოდა, რადგან ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ისედაც აქვს პატიმრობა მისჯილი.