26 ოქტომბრამდე დარჩა ზუსტად ასი დღე. დღეს, როგორც არასდროს მჯერა გამარჯვების, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ერთიანობით ზუსტად ას დღეში ყველა ერთად დიდ ეროვნულ გამარჯვებას იზეიმებს.
“26 ოქტომბრამდე დარჩა ზუსტად ასი დღე, ასი დღე გამარჯვებამდე, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ცდილობს ქართული საზოგადოება დაყოს და დააპირისპიროს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რადგან ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ერთიანობით გავიმარჯვებთ, ერთიანობით გაიმარჯვებს ჩვენიც ქვეყანა და ერთიანობით გადავარჩენთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. დღეს, როგორც არასდროს მჯერა გამარჯვების და იმის, რომ ზუსტად ას დღეში ჩვენ ყველა ერთად დიდ ეროვნულ გამარჯვებას ვიზეიმებთ.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.