საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.
მთავრობის მეთაური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„რობერტა მეცოლას ვულოცავ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას!
ველით ჩვენს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას!“, - წერს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „X”-ში.