თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაცია და ვაგონების განახლების პროგრამა შესაძლოა აღარ განხორციელდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.
ურუშაძის თქმით, აღნიშნული ხელიუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკის მძიმე ეკონომიკური შედეგები იქნება.
„ანტიდასავლურ პოლიტიკას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება - თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაცია და ვაგონების განახლების პროგრამა შესაძლოა აღარ განხორციელდეს.
მინდა მივმართო თბილისის მერს, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ანტიდასავლური განცხადებებით, თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, როგორ აპირებს ის თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციას და ახალი ვაგონების შეძენას, მაშინ როცა აღნიშნული პროგრამა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების და დასავლური ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), 200 მლნ ლარის ფინანსური დახმარებით გათვალისწინებულია თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი რომელიც ითვალისწინებს 2023 - 2029 წლებში თბილისის 12 მეტროსადგურის რეკონსტრუქციას. ასევე მოდერნიზაცია უნდა გაუკეთდეს 36 ესკალატორის ელექტროძრავს.
600 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს ახალი მეტროს ვაგონების შეძენა, საუბარია ჯამში 22 შემადგენლობაზე და 97 ვაგონზე“, - განაცხადა ურუშაძემ.
მისი თქმით, მოახლოებული საპარლამენტო გადაწყდება ქვეყნის ბედი, მათ შორის თბილისის და მისი განვითარების.
„ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური შედეგები უმძიმესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, სამწუხაროდ ეს შეეხება თბილისსაც და ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებს, როგორიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მეტროს განვითარებაა.
ივანიშვილის ხელისუფლებამ 12 წლის განმავლობაში ვერც ერთი ახალი მეტროს სადგური ვერ შემატა თბილისს, ვერც ვარკეთილის მეტროს სადგური ვერ დაასრულეს, ვერც გურამიშვილი, ვერც ავლაბარი სადაც ახლა ვიმყოფებით, გვახსოვს გოცირიძის მეტროს სადგურის რეაბილიტაციაც, ეს ხდება მაშინ როცა ჩვენ გვქონდა დონორი ორგანიზაციების მყარი ფინანსური მხარდაჭერა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება თბილისის განვითარება თუ ევროპული ორგანიზაციები შეწყვეტს დაფინანსებას.
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ამ არჩევნებზე გადაწყდება მთლიანად ქვეყნის ბედი, მათ შორის თბილისის და მისი განვითარების. 26 ექვს ოქტომბერს გავიმარჯვებთ სახელოვნად, ერთობით და ერთიანობით- ის რაც ოცნებას დაუნგრევია ერთიანობას უშენებია!“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.