საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი"ბასტილიის დღესთან" დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას ეხმიანება.
მაკრონი სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის .
„მადლობა ამ სურვილებისთვის, ძვირფასო სალომე.
გაუმარჯოს ფრანგულ სულს და მის მატარებელ ღირებულებებს: თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას. და გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოვებს", - წერს "X"-ზე მარკონი.
14 ივლისს საფრანგეთში ბასტილიის აღების დღე აღინიშნება.
სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთს 14 ივლისი მიულოცა:
საფრანგეთის რესპუბლიკას ვულოცავ 14 ივლისს. 235 წელია საფრანგეთი და ფრანგი ხალხი ერთგულია ამ ისტორიული დღის იდეალების: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. ჩემი საუკეთესო სურვილები საფრანგეთს და მის ხალხს! გაუმარჯოს საქართველოს და საფრანგეთის მეგობრობას!", - წერს ზურაბიშვილი.