აბსურდი და სისულელე - ამის შესახებ "ქართული ოცნების” წევრმა ბექა დავითულიანმა აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებზე განაცხადა. ბექა დავითულიანის თქმით, ხელისუფლების წარნმომადგენლებს დასანქცირებასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მისვლიათ.
„როცა გამოდიხარ და ამბობს, რომ სანქცირება მოვახდინე 25-დან 34 კაცამე, ეს არის დიდი აბსურდი და სისულელე. ან 25-ის მოახდინე ან 34-ის, ან არცერთის არ მოგგიხდენია და ამის მერე შემოგხედავთ და რომელიც არ მომეწონებით, იმას დაგასანქცირებთ თუ დამჭირდა. ოქეი, ასე არასეროზულად თუ იქცევიან, მოიქცნენ, ასე გააგრძელონ. შეტყობინება დაიგზავნაო, ამბობს ერთი პირი და ადრესატს, ვისაც უნდა მისვლოდა, არ მისვლია. ეტყობა, ცხენებით გამოუშვეს და 2 კვირაში, გემიდან ცხენი რომ გადმოვა და ბათუმიდან თბილისამდე ჩამოაღწევს, მერე მოვა. მეილზე შეტყობინება არავის მისვლია“, - ამბობს ბექა დავითულიანი.