სამოქალაქო აქტივისტის, ბიზნესმენის იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ დავით ახალბედაშვილმა პირადი ჩხრეკისას, გამოძიების ვერსიით, ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი უკანონოდ ცნო, ხოლო მანქანიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია.
ახლა პროკურატურამ ბაბაევს ბრალი უნდა წარუდგინოს. აღმკვეთ ღონისძიებაზე კი სასამართლომ იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბიზნესმენს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წინა ინსტანციის სასამართლოში, მოსამართლე ლევან დარბაიძემ დაუშვებლად ცნო შსს-ს მტკიცებულებები, შესაბამისად პროკურატურას ბაბაევისთვის ბრალის წარდგენის საშუალება არ ჰქონდა. დაკავებული აქტივისტი გათავისუფლდა.