ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ინარჩუნებენ გავლენას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილის ევროპარლამენტის არჩევნებზე იმყოფებოდა;
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით - როგორც კი ქართველი ხალხი შეცვლის ივანიშვილის რეჟიმს, ქართველ ხალხს გზა გაეხსნება, რომ ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი.
„ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ინარჩუნებენ გავლენას, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მხარს უჭერენ ევროკავშირის გაფართოებას და ახლა ქართველი ხალხის არჩევანია ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორც კი ქართველი ხალხი შეცვლის ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს, ევროპარლამენტის არჩევნებიც აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს გზა ხსნილი აქვს იქითკენ, რომ რეფორმების შედეგად, ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი. აქ, შვედეთში წარმატებას მიაღწიეს ზუსტად იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ურყევად განვლილი ათწლეულების განმავლობაში და კვლავაც გააგრძელებენ ბუნებრივია მის მხარდაჭერას.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა