ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება.
ისლანდიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ისლანდია ცალსახად გმობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და პატივი სცეს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნულია ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.