ლატვია გმობს 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, - ამის შესახებ წერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.
„ლატვია გმობს 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ლატვია არ ცნობს არც არჩევნების ლეგიტიმურობას და არც მის შედეგებს. ლატვია იმეორებს საკუთარ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ლატვია მოუწოდებს რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუს და სირიას, რომ გაიწვიონ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „სახელმწიფოებრიობის” აღიარება. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს ამ რეგიონების ოკუპაცია და შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღნიშნულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში”, – წერია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ -ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.