ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. განცხადება X-ზე გამოაქვეყნა.
"ესტონეთი საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს გმობს. ის 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს არღვევს. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში." - წერს ესტონეთის საგარეო უწყება.