ვაკეში მომხდარი ავარიის შედეგად, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა, 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები არიან მანქანის მძღოლი და ავტობუსის მგზავრები.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.