აღარავის გაეღიმება, როცა ისინი ამერიკის ხაზინის სანქციების სუბიექტი გახდებიან, - ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის მიერ, ქართული ოცნების წევრებისთვის, სავიზო სანქციების რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით მაგნიტსკის აქტის ავტორმა, ბილ ბრაუდერმა.
"მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რეალურად არავის ეცინება - ისინი უბრალოდ ცდილობენ, რომ ასე თავი მოგვაჩვენონ. მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი, ამერიკა კიდევ უფრო შორს წავა, შეუძლია გაყინოს აქტივები და დამერწმუნეთ, რომ აღარავის გაეღიმება, როცა ისინი გახდებიან სუბიექტი ამერიკის ხაზინის სანქციებისა და მათი აქტივები გაიყინება მთელ მსოფლიოში", - განაცხადა ბილ ბრაუდერმა გადაცემაში „გლობალური პოლიტიკა".