ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმას ეხმიანება და მას საზიზღარ აქტს უწოდებს.
„ძვირფასო მეტე, ღრმად შოკირებული ვიყავი იმ ამბით, რომ თქვენზე თავდასხმა მოხდა ამ საღამოს. ვგმობ ამ საზიზღარ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც გვწამს და რისთვისაც ვიბრძვით ევროპაში. გისურვებ სიძლიერეს და სიმამაცეს – ვიცი, რომ ორივე უხვად გაქვს”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
გუშინ, საღამოს, კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს თავს დაესხნენ.