კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს თავს დაესხნენ.
ადგილობრივი მედია მთავრობის მეთაურის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრემიერს თავს უცნობიკაცი დაესხა.
მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ თავდამსხმელი ფრედერიქსენს კოპენჰაგენში, კულტორვეტზე დაესხა თავს და დაარტყა.
მათივე განცხადებით, პრემიერ- მინისტრი "შოკირებულია მომხდარით". მთავრობის მეთაურის ადმინსიტრაციაში სხვა კომენტარს არ აკეთებენ.
მედიის ცნობით, ფრედერიკსენი კარგად არის, მაგრამ მომხდარით ძალიან შეძრწუნებულია.
თავდამსხმელი დაკავებულია.