საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ პარტიებს, რომლის აკრძალვასაც ითხოვენ, "ერთ და იგივე ზნე" აქვთ და ამიტომ სამართლდებიან ერთი სარჩელით.
გორდულაძის თქმით, ამ პარტიებს იდეოლოგიური ერთობა აქვთ.
"ისინი დღიდან თავიანთი ჩამოყალიბებისა, სულ არიან ერთად, იდეოლოგიური ერთობა აქვთ. თავიანთ ქმედებებშიც კი ერთნი არიან - მაგალითად, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოწოდებებში, ერთნი არიან დელეგიტიმაციის მცდელობებში, ბოიკოტში, არჩვენების არ აღიარებაში, მათ შორის გახარიელებიც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გახარიელები ერთი წლის განმავლობაში არ შემოდიოდნენ პარლამენტში.
მათი ზნე არის ერთი და იგივე, ამიტომაც ისინი, როგორც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიები ერთად სამართლდებიან", - განაცხადა მედიასთან არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში შესვლამდე.