სტუდენტ ნიკო მანაგაძეს რამდენიმე ადამიანი თსუ-ს პირველ კორპუსთან თავს დაესხა.
ინფორმაციას ლექტორი მაგდა მემანიშვილი ავრცელებს.
ნიკო მანაგაძის თქმით, უკნიდან მიეპარნენ.
"ალყაში ვიყავი. მინიმუმ სამი, რაც დავინახე". პირდაპირ ტავში გამიზნულად მირტყამდნენ, - ამბობს მანაგაძე.
მაგდა მემანიშვილი ამბობს, რომ ელოდებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადას და პოლიციას.
სოციალურ ქსელში თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრებ ავრცელებს "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია.
ნიკო მანაგაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შაბათს დილით 9 საათზე საპროტესტო შეიკრიბებოდნენ თსუ-სთან, სადაც მომიტინგეები ირაკლი კობახიძეს უნდა დახვედროდნენ.