საქალაქო სასამართლოში მსახიობ ნატალია ყიფშიძის საქმე განიხილეს, რომელსაც გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდა. მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ მსახიობი 500 ლარით დააჯარიმა.
დღესვე გაიმართა აგენტების კანონის მოწინააღმდეგე სხვა აქტივისტების პროცესებიც. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ლუკა შველიძე, საბა ბირკაია, ბაჩო ძანძავა და ნიკა ხოსროშვილი ასევე 500 ლარით დააჯარიმა. ყველა მათგანს გამოძიება გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდა.