"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლინა ღვინიანიძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას ორგანიზაცია და თავად ღვინიანიძე ავრცელებენ.
ღვინიანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქალაქო სასამართლოდან მას დღეს დაუკავშირდნენ.
"დღეს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლოს გზით გამოკითხვაზე არის დაბარებული, სოციალური სამართლოანობის ცენტეის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლინა ღვინიანიძე.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესით 222, 225 და 226 მუხლებით, რომლებიც „საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულს“ ეხება", - ამბობს ორგანიზაცია.