მარტვილში, სოფელ ნალებსაოში მამამ შვილი დაჭრა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, კაცმა 30 წლამდე შვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.
ბრალდებული დაკავებულია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.