სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო პარტია"ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის საჩივარი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი ზვიად კორძაძე წერს.
„სტრასბურგის სასამართლომ დღეს გვაცნობა, რომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს. ამ განჩინებებით უარი გვეთქვა მამუკა ხაზარაძის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიმართ პატივის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის თაობაზე, აბსურდული მოტივით, რომ თითქოს და პარლამენტის წევრზე ასეთ საქმეებზე ვრცელდება იმუნიტეტი და სასამართლოსთვის მიმართვაც კი არ შეიძლება.
ეს უკვე მეორე საქმე, რომელმაც წარმატებით გაიარა ეს სტადია, თან უმოკლეს დროში, მიმართვიდან თვეზე ნაკლებში“ , - წერს ზვიად კორძაძე.