ახლა დგება რეჟიმის ცვლილების მოთხოვნა და პროტესტი გრძელდება რეჟიმის ცვლილებამდე - მტკიცედ და მშვიდად - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.
"1. ახლა დგება რეჟიმის ცვლილების მოთხოვნა და პროტესტი გრძელდება რეჟიმის ცვლილებამდე - მტკიცედ და მშვიდად.
2. ვეტოსთან დაკავშირებულ მაქინაციებში არ მივყვებით - პრეზიდენტი, იმედი მაქვს, თავის სიტყვას დაიცავს.
3. ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან იმ სისტემურ ცვლილებებზე, რაც საქართველოს მოქალაქეებს მომავალი ხელისუფლების თავგასულობისგან დაიცავს და დაგვაზღვევს, რომ რომელიმე სხვა ოლიგარქი, ან შეშლილი ბელადი არ წამოგვაჯდეს თავზე - და ამაზე აკეთებს კამპანიას.
(სასამართლო, დეცენტრალიზაცია - თვითმმართველობის რეფორმა, სუსის და შსს-ს დეკონცენტრაცია).
თუ ასე წავალთ - გავიმარჯვებთ სახელოვნად!", - წერს ჩერგოლეიშვილი.