საპროტესტო აქციაზე ნაცემი გურამ ადამია კლინიკაში გადაიყვანეს. პარლამენტთან დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ამიტომ ის ახლა დიღმის სამმართველოდან ღუდუშაურის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.
ადამიას რამდენიმე სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. მას მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული.
ადამია მანამდე მოინახულა ადვოკატმა.
"გურამ ადამიას გაუსწორდნენ სასტიკად, მას რამდენიმე ადამიანი უსწორდებოდა ფიზიკურად როდესაც ის იყო წაქცეული, ვერც კი იხედებოდა იმდენი ადამიანი ურტყამდა, ზოგი სახის არეში, ზოგი ტანის არეში ფეხებს. რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც იზოლატორში მოიყვანეს, მას აღენიშნებოდა ეს დაზიანებები, იზოლატორმა მიიღო და საავადმყოფოში არ გადაიყვანეს. როდესაც აქტიურად ჩავერიეთ ადვოკატები, როდესაც მოვთხოვეთ სამედიცინო პერსონალს, მაშინაც არ უნდოდათ გადაყვანა, აქტიური მოთხოვნის შემდეგ, როდესაც მივუთითეთ სხვადასხვა კანონზე, გამოიძახეს სასწრაფო და ამ ეტაპისთვის მოხდება ადამიას საავადმყოფოში გადაყვანა", - განუცხადა ადოკატმა ჟურნალისტებს.