სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სამსახური ძალის გადამეტების ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია“,- აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ მიმდებარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 20 პირი დააკავა.
ფოტო: Reuters