პარლამენტის მიმდებარეო ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეს სცემეს.
მოქალაქის ცემის ფაქტი ტელეკომპანია "პირველის" კამერამ აღბეჭდა.
დაფიქსირდა აქციის სხვა მონაწილეებზე ძალადობის ფაქტებიც.
ამ წუთებში დაძაბულობაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიცია ცდილობს ტერიტორია სრულად გაათავისუფლოს დემონსტრანტებისგან.
პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქციის მონაწილეები 12 მაისის 22:00 საათიდან შეიკრიბნენ. მათი მიზანი იყო ადგილზე ღამის გათევა, რადგან დილის 09 საათზე ჩანიშნულია იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც უნდა განიხილონ "აგენტების კანონი".