დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი დააკავეს. ინფორმაცია ტელეკომპანია "ფორმულას" საუბრისას დაადასტურა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ დაუდასტურა.
ადვოკატის თქმით, იაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის უცნობია, გამოძიება რას ედავება მარიამ იაშვილს.
შეგახსენებთ, ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.