თბილისში, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე ნიღბიანმა სამართალდაცავებმა მოქალაქეს სცემეს. ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს თვითმხილველები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
კადრებში ჩანს, ავტომანქანა, რომლის საჭესთან იმყოფება მოქალაქე ირაკლი წიგნაძე, იქვე დგანან პოლიციელები და პოლიციის ავტობუსი, რომელშიც ნიღბიანი სპეცრაზმელები იმყოფებოდნენ.
სავარაუდოდ, ირაკლი წიგნაძემ უარი თქვა, გზა დაეთმო ავტობუსისთვის, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე საპირისპირო მიმართულებით გეგმავდა გადაადგილებას.
ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციის ავტობუსიდან გადმოდიან ნიღბიანი პირები და ფიზიკურად უსწორდებიან ირაკლი წიგნაძეს.