გირჩი მეტი თავისუფლების წევრი ბორის ჩელე ყურუა კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
მანამდე ყურუამ ტვ პირველს განუცხადა, რომ სულ მცირე 6 ადამიანი დაესხა თავს.
„თვალებში მიორდება - შეიძლება 12 იყო, შეიძლება 6 - მინიმუმ 6. სახლში რომ მოვედი, ვნახე, რომ ვიღა მელოდებოდა სადარბაზოსთან, ერთი ჩანდა და დავუყვირე, რომ მე მელოდები? აქედანაც გამოვარდნენ მანქანის უკან იყვნენ დამალულები, აქეთ რომ გადმოვედი, უკნიდან ვიღაცამ დამარტყა, წამაქცია და მერე ფეხით შემდგნენ, მერე გაიქცნენ,“ - ამბობს ყურუა.
ყურუამ ასევე სოციალურ ქსელში დაწერა:
„მცემეს
მეც ვუტყი
მარა ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ
ძაან ცუდად იმალებოდა მე მიცდი შე ბოზოთქო დავუყვირე და დამალულებიც გამოხტნენ“, - დაწერა ყურუამ.