პოლიციელებმა სამხედრო ჟურნალისტის, უჩა აბაშიძის საცხოვრებელი სახლიდან დალუქული ნივთები გამოიტანეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ერთ საათზე მეტია, უჩა აბაშიძე პოლიციელებთან ერთად სახლში მარტო იმყოფება. მასთან ჩხრეკის დასრულებისა და ნივთების გამოტანის შემდეგ შეუშვეს ადვოკატი.
აბაშიძის სახლთან არიან მისი მეგობრები, მეზობლები და ასევე, რუსთაველის გამზირიდან აბაშიძის სახლთან მისული აქციის მონაწილეები.
აბაშიძის სახლთან პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.