სამხედრო ექსპერტის, უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, უჩა აბაშიძის ოჯახის წევრებს არ უშვებენ და არც უჩა აბაშიძეს აძლევენ შესაძლებლობას, ადვოკატს დაუკავშირდეს.
ოჯახი ეჭვობს, რომ ექსპერტის სახლში სამართალდამცავების შესვლა უკავშირდება მის აქტიურობას რუსული კანონის წინააღმდეგ.
„საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობსო, არავინ განმიმარტა ბრალი რაზეა, მითხრეს, რომ არ შემიშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ძმა ვარ.
საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას, წერდა ამაზე. მარტოა სახლში, ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობა არ მისცეს,“ - განუცხადა აბაშიძის ძმამ ტვ პირველს.