გუშინ ღამით დააკავეს ანტირუსული აქციების მონაწილე, გიორგი შანიძე. „მთავარი არხის“ ცნობით, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, დაკავებისას მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შანიძეს, სავარაუდოდ, საპროტესტო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებას ედავებიან.
რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკას ატარებდა, ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცველებს მათთვის ჩხრეკისთვის აუცილებელი სპეციალური ორდერი არ წარუდგენიათ.