მაშველებმა მდინარე ნაკრაში მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს. გარდაცვლილი მე-12 კლასის მოსწავლეა.
დღეს დილით მაშველებმა მდინარეში კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს. მანამდე, 5 მაისს, იპოვეს კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი.
2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესართავთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ისხდნენ ორი მე-12 კლასელი და ერთი 14 წლის მოზარდი.