გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 31 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია მცირეწლოვანი ბავშვი.
შემთხვევა სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე მოხდა. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც მანქანა დაგორდა და დედა-შვილს დაეჯახა.
მძიმე დაზიანებით ჰოსპიტალიზებული 31 წლის ქალი კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო დაშავებულ მცირეწლოვანს გადაუდებელი დახმარება გაეწია. ის ამჟამად გადაყვანილია თბილისში.
გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მიმდინარეობს.