მაშველებმა 3-დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე ნაკრაში დაკარგული ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა.
ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ იპოვეს. კიდევ ორი პირის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.
2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესართავთან მოხდა.