გმირთა მოედანზე აქციის მონაწილე დააკავეს.
„მთავარი არხის“ ცნობით, ის მუსიკალურ ჯგუფ "ქვემეხის" წევრი, სანდრო ქერაულია. მათივე ცნობით, ახალგაზრდა კაცი საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა დააკავა.
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და კოსტავას ქუჩის კვეთაზე გზა გადაკეტეს. თავდაპირველად პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა. ამ მომენტისთვის ტერიტორია გადაკეტილია.