რუსთაველის გამზირზე, სპეცრაზმელები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს აკავებენ.
პარალელურად, სპეცრაზმი ისევ აქციის მშვიდობიან მოქალაქეებს არბევს - გამოიყენეს წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.
ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმის დამატებითი ძალები. მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ამ წუთებში რუსთაველზე, თბილისი მერიოტის მიმდებარედ, თაბუკაშვილის ქუჩის ჩასახვევთან იმყოფებიან.
პარალელურად, აქციის დარბევის შემდეგ დემონსტრანტების ნაწილმა მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე გადაინაცვლა და გზები გადაკეტა.