ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია. მისი საქმის განხილვა 1-ელ მაისს ჩაინიშნა.
გუშინდელ საპროტეტსო აქციაზე დაკავებულ ალექსი პეტრიაშვილს პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, რასაც თავად ყოფილი მინისტრი არ აღიარებს. პეტრიაშვილის თქმით, მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
„დაკავება აბსოლუტურად უკანონო, უსაფუძვლო და უსამართლოა. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ არსებულ სიტუაციაში სრულიად მოულოდნელად, სრულიად გაუგებარ სიტუაციაში მოხდა ჩემი დაკავება, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში არის ასახული ჩემი მცდელობა, რომ სიტუაცია ნორმალიზებისკენ და მოწესრიგებისკენ ყოფილიყო მიმართული, ამ ვითარებაში მოხდა ჩემი დაკავება, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი, უკანონო და უსაფუძვლო იყო,“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.