მედიის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია სად გადაიყვანეს ის. დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაზუსტებთ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.
აქციის მონაწილეები პოლიციელებს მიმართავდნენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ გამზადებულ სცენაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გამოფენის საშუალება მიეცეათ. რის შემდეგაც ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
სპეცრაზმელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს წიწაკის სპრეი.
ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.