პარლამენტთან სპეცრაზმი გამოიყვანეს, მანამდე პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. ასევე გამოიყვანეს ჭავლის მანქანები.
მანამდე აქციის მონაწილეები პოლიციელებს მიმართავდნენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ გამზადებულ სცენაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფენის საშუალება მიეცათ.