პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის ორ სკოლაში სამართალდამცველები მუშაობდნენ. მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა 98-ე და 146-ე საჯარო სკოლები შეამოწმეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგებიც.
სამართალდამცველებმა 98-ე სკოლაში მუშაობა დაასრულეს.
146-ე სკოლის განცხადებით, მიმდებარე ტერიტორია და შენობა დეტალურად შემოწმდა და ორშაბათიდან სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს.
როგორც პირველი არხი სუს-ზე დაყრდნობით იუწყება, ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის საეჭვო არაფერია აღმოჩენილი.
ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ტელეგრამარხებით გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებს უკავშირდება.
სოციალურ ქსელში, მათ შორის ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 აპრილს, თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე თავდასხმა იგეგმება.
ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე რუსულ ენაზე გავრცელდა.