ვაკეში ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილი სამი პირიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა ტაბიძის ქუჩაზე 17 აპრილს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილები არიან სერგი ქურთიაშვილი, გიორგი რუხაძე და კახა გაბრიელაშვილი.
დაჭრილებს ოპერაცია ჩაუტარდათ.
მედიის ცნობით, სისხლიანი გარჩევა ძმები კაკულიების ახლო ნათესავს, გიორგი რუხაძესა და სერგი ქურთიაშვილს შორის მოხდა. გავრცელებული ინფრომაციით, ქურდიაშვილმა ჩასაფრება მოუწყო რუხაძეს და მას ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობები.
სროლის დროს ქურთიაშვილისა და რუხაძის გარდა დაიჭრა რუხაძის დაცვის თანამშრომელიც.