ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკი-ნოსირის მონაკვეთზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 2 დაშავებული ქუთაისის, 2 კი სენაკის კლინიკებშია გადაყვანილი.
შეჯახების მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.