სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყეს.
მათივე ცნობით, ალეკო ელისაშვილი უწყებაში გამოსაკითხად არის დაბარებული.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მომართვის საფუძველზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო. ელისაშვილი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა მოხდება“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.