ნებისმიერი თქვენი მავნე გამოვლინება, რომელიც იძულებულს ხდის ქართულ საზოგადოებას შეკრიბოს რუსთაველზე, აქვს ერთი სიკეთე - თქვენ თავიდან გვანახებთ ლამაზ საქართველოს, - ენმ-ის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ “ქართულ ოცნებას“ მიმართა
მან საბჭოთა რეპრესიების დროს, "აგენტებად" გამოცხადებული და დახვრეტილი ქართველი ხელოვანები, მწერლები, სასულიერო და სამხედრო პირები ჩამოთვალა.
ხერხეულიძემ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვახტანგ ბოჭორიშვილის სიტყვები გაიხსენა:
"განთიადია, გრძნობს ეს გული, გრძნობს ეს ტვინი. განთიადია ადამიანო, განთიადია, გაიგეთ.
ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი. ახლაც, ნებისმიერი აპრილის მსგავსად, რუსეთი დამარცხდება სწორედ ამ მოედანზე. არ გქონდეთ იმედი, რომ საქართველო ოდესმე გახდება რუსეთის მოკავშირე. რუსეთის სიძულვილით გაერთიანებული საქართველო მათთან ერთად დაგასრულებთ თქვენ, როგორც ბოლშევიკური კანონის შემოქმედებს" განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.