შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თემურ კუპატაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ ამ დროისათვის 4 პირია დაკავებული.
კუპატაძის თქმით, მას ოფიციალურად მხოლოდ 4-ის დაკავება შეუძლია დაადასტუროს.
მისი თქმით, დაკავებულები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, აგრესიულად მოქმედებდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას.
"დესტრუქციული ძალები ცდილობენ გაარღვიონ პოლიციის კორდონი, ხდება მათი განეიტრალება. განეიტრალება დაკავებას გულისხმობს", — თქვა მან.
ოფიციალური განცხადება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ, შსს-ს არ გაუვრცელებია.